რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთი კომბინირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევზე. აგრესორმა ქალაქს 10-მდე ბალისტიკური რაკეტა ესროლა, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტები გასროლილი იქნა დაახლოებით დილის სამ საათზე Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქიდან, ეს რაკეტები კიევს კომპლექსური მანევრების შემდეგ სამხრეთის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ.
პოპკოს თქმით, ფრთოსანი რაკეტების დედაქალაქთან მიახლოების პარალელურად, მტერმა KN-24/Iskander-M ბალისტიკური რაკეტები ესროლა კიევსა და მის გარეუბნებს. ამ ყველაფერს დაემატა ერთი თავდასხმის დრონი.
”საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და დაახლოებით ათი ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი ერთდროულად”, – განაცხადა პოპკომ.
მისივე თქმით, ქალაქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა, დაზიანდა არასაცხოვრებელი ფართი.
ზარალისა და დაშავებულების შესახებ მონაცემები ზუსტდება.