რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოვის რაიონში წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები.
შეტყობინება 9-სართულიან კორპუსში ხანძრის შესახებ მაშველებმა 26 ივნისს, 06:29 საათზე მიიღეს.
ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ხანძარი 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მე-7, მე-8 და მე-9 სართულები ნაწილობრივ განადგურებული დახვდათ.
“ახლა მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის და სამაშველო სამუშაოები. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია 19 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 67 პერსონალი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
26 ივნისს გამთენიისას კიევის მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქება გაიგო. აფეთქებები კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.