თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომიდან სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა ექიმის დახმარება ითხოვა და სასამართლო დარბაზიდან ბადრაგის დახმარებით გაიყვანეს.
სასამართლოს სხდომის დარბაზიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართვა უკრაინულ ენაზე გააკეთა, რის შემდეგაც მან სიტყვის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
დღეს სასამართლოს სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე იმართება. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მხარდაჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციები იმართება ზუგდიდსა და ბათუმში.