სასამართლომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის დავით გედენიძის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო.
გედენიძეზე საქმის წარმოება მოწმეთა არათანმიმდევრულობის და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა.
დავით გედენიძე გასული წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.