მსახიობ ალეკ ბოლდუინს კინოოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება მოუხსნეს. ნიუ-მექსიკოს შტატის მოსამართლის დადგენილებით, საქმის ხელახლა აღძვრაც შეუძლებელი იქნება.
სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა, სადაც პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დამალვაში დასდო ბრალი. კერძოდ, საუბარია ტყვიებზე, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო სასიკვდილო გასროლასთან, რასაც ჰალინა ჰატჩინსი ფილმ “ჟანგის” გადაღებების დროს ემსხვერპლა, თუმცა ტყვიები სხვა საქმეში და განსხვავებული ნომრით იქნა დარეგისტრირებული.
“ამ ინფორმაციის დამალვა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გამიზნულად და განზრახ. სასამართლოს არ შეუძლია ამის გამოსწორება“, – განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლის დადგენილებას ალეკ ბოლდუინის ემოციური რეაქცია მოჰყვა.
2021 წლის 22 ოქტომბერს მოხდა ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.