spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადვოკატის იგორ გოლოვანის განცხადებით, კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა და გენერალური პროკურატურა და სასამართლო მისი დაკავების გადაწყვეტილებას მალავდნენ.

 

ადვოკატის განცხადებით, პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს, დილით ბრუნდება და ითხოვს, სწორედ ამ დღეს ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხდომაზე დასწრება შეძლოს. 

 

მისივე თქმით, პოროშენკოს დაკავების ან სასამართლოში იძულებით მიყვანის საფუძველი არ არსებობს. 

 

“უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ექსპრეზიდენტი მზად არის, ნებაყოფლობით მივიდეს სასამართლოში“, – აცხადებს გოლოვანი.

 

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები