ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულების პროცესები დასრულდა. სასამართლომ ფირუზ წულუკიძე და ხათუნა ბერიძე 1500-1500 ლარით დააჯარიმა, დანარჩენები კი 1000-1000 ლარით.
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, იგივე პირები გუშინ ღამით თავად პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
გვიან ღამით, მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 11 პირი, მათ შორის ფირუზ წულუკიძე და ხათუნა ბერიძე, დააკავა.