spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“სასამართლოს გუშაგი” – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” ინფორმაციით, 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.

 

სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.

 

აღსანიშნავია, რომ 21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია:

 

1. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  

2. გიორგი გელაშვილი – თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე  

3. სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

4. ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

5. ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

6. ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

7. გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

8. თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

9. თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  

10. ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

11. დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  

12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

13. ეკატერინე ობოლაძე  – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

14. სალომე სამხარაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

16. ფოლადიშვილი ლეილა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 

17. ლევან ყოლბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

18. ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

19. ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  

20. მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  

21. უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები