თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების დაკავებები მიმდინარეობს. პოლიციამ ერთდროულად რამდენიმე ადამიანი გაიყვანა ტერიტორიიდან.
სამართალდამცველები შეკრებილებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
იქამდე შეხლა-შემოხლის დროს ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.
საპატრეულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ამ დროისათვის დაკავებულთა რაოდენობა მისთვისაც უცნობია.
იქამდე დაპირისპირება იყო სასამართლოს ეზოშიც, სადაც პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები.