spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები ომის ვეტერანებს გაუთანაბრდებიან

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით  მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. 

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, კანონპროექტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად ჩაითვლებიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები