spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“სასწრაფოდ უნდა მოხდეს გოგი წულაიას გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან”

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევით სამართალზე საუბრობს და გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. 

"სასწრაფოდ უნდა მოხდეს გოგი წულაიას გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან, მით უფრო, რომ ქალის მიმართ ძალადობაში მხილებული "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი და სხვა წარმომადგენლები არათუ დასჯილები არიან, არამედ დღემდე, საკუთარ თანამდებობებზე აგრძელებენ საქმიანობას. არა შერჩევით სამართალს! თავისუფლება გოგი წულაიას!"- განაცხადა შუშანიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ წულაია ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები