spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა “შერატონ ბათუმთან” გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო”

“შერატონ ბათუმმა” გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების – კამერების ჩანაწერების გადამალვას, – ამის შესახებ  პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით,  “შერატონ ბათუმი” რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში ” შერატონ-ბათუმის” თანამონაწილეობა გააპროტესტეს.

“გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, “შერატონ ბათუმი” რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში “შერატონ-ბათუმის” თანამონაწილეობა გააპროტესტეს.

სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა “შერატონ ბათუმთან” გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო.

“შერატონ ბათუმმა”, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, “შერატონ ბათუმმა” ჯერ სასტუმროში შექმნა თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა (პერსონალისგან დაცალა სასტუმროს ლობი და არ გამოიძახა პოლიცია), შემდეგ გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების – კამერების ჩანაწერების გადამალვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი გახარიას ბათუმში 15 იანვარს დაესხნენ თავს  და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 27 იანვარს კი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები