spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს. სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა.

 

ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს.

 

“მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებასა და ქვედანაყოფებს შორის სინქრონიზებულ მოქმედებას”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები