spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საზღვაო ძალების კაპიტანი – გერმანია მზად უნდა იყოს პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის 5 წლის განმავლობაში

მთელი გერმანია მზად უნდა იყოს პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის 5 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ რეგიონული სარდლობის “ჰამბურგის” მეთაურმა, საზღვაო ძალების კაპიტანმა მაიკლ გისმა განაცხადა.

მისი თქმით, ცივი ომის დასრულებიდან და გერმანიის დაყოფის შემდეგ 30 წლის განმავლობაში გერმანელ მოსახლეობას სურდა ესარგებლა “მშვიდობის დივიდენდით”. დღესაც გერმანიის მოსახლეობა შორს არის გარე საფრთხის აღქმისგან.

“ხუთ წელიწადში ჩვენ უნდა ვიყოთ სოციალურად საკმარისად გამძლეები, რომ გავუძლოთ გარე სამხედრო საფრთხეს”, – აღნიშნა მეთაურმა.

კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა გერმანიის საზღვაო ძალებიც მზად ომისთვის, გისმა განაცხადა, რომ მთელი გერმანია უნდა იყოს მზად ომისთვის.

მისივე თქმით, ომისთვის მომზადება არის მთავარი საერთო ამოცანა პოლიტიკისთვის, ბიზნესისთვის და საზოგადოებისთვის ფართო გაგებით. ეს მოიცავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას,  ისევე როგორც ჰამბურგს, რომელიც ემსახურება როგორც ნავსადგური ალიანსის ფუნქციონირებას.

“ევროპაში თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გერმანია არის განლაგების პუნქტი, ქვეყანა, რომლის გავლითაც ნატოს ქვედანაყოფები აღმოსავლეთ ფლანგზე მიდიან. გერმანიის უდიდესი საზღვაო ნავსადგური, ბუნებრივია, ითამაშებს ამაში გარკვეულ როლს“, – განაცხადა გისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები