spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“საზოგადოება დაინახავს, რომელი გიორგი გახარია ჯობია, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, თუ ოპოზიციაში მყოფი”

“ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას დღეს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. 

“მე არ მგონია, რომ ბატონ გახარიას ასეთ განცხადებები წაადგეს. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ მას აქვს სურვილი, გახდეს ოპოზიციონერი და გაუწიოს ოპოზიციონერობა თავის თავს “ქართულ ოცნებაში”, როგორც პრემიერ-მინისტრს და შეეჯიბროს და საზოგადოება დაინახავს, რომელი გიორგი გახარია ჯობია “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, თუ ოპოზიციაში მყოფი. ის იყო ლიდერი, ის ღებულობდა გადაწყვეტილებებს და აღარ მოვყვები იმ სამწუხარო ზიანს, რაც მოყვა მის გარკვეული ტიპის ნამოქმედარს, რომლითაც თვითონ რატომღაც ამაყობს”-განაცხადა მაჭარაშვილმა. 
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ როცა ის “ოცნებაში” იყო, გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და “ცემა, ტყეპა და ეს უბედურებაც არ მომხდარა”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები