spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

“თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და პირველი არხისგან საზოგადოებისთვის ღია ეთერის დათმობას ითხოვენ.

მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი. ისინი აცხადებენ, რომ მედიასთან ომს ვერავინ  მოიგებს.

ჟურნალისტების თქმით, მათი კოლეგა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები