spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

სენაკის საკრებულომ თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩია.

 

მას მხარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობდა საკრებულოს 17 წევრი. 

 

პროცესში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების” წევრებს.

 

სენაკის საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის არჩევის შემდეგ გადაიდო. როგორც ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კაჭარავამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ შემდეგ სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრები გამოცხადდებიან და მონაწილეობას მიიღებენ თავმჯდომარის მოადგილეების დასახელებისა და მათი არჩევის პროცესში.

 

სენაკის საკრებულოში 33 დეპუტატია, აქედან 16 წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 13, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” კი 4.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები