spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სენაკსა და ქედაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

სენაკსა და ქედაში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

 

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, მსგავსი ტიპის აქციები ყველა რეგიონს მოიცავს და ეს არის 20 თებერვალს დაგეგმილი მასშტაბური აქციის მოსამზადებელი პროცესი.

 

“არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას, არ დავუშვებთ, რომ ქვეყანას ღალატობდეს რუსი ოლიგარქი ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის ხელით, არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ სიდუხჭირეში იხრჩობოდეს, არ დავუშვებთ, პუტინის ტყვის პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ პუტინის მძევლის, პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი უდრის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გაუქმებას”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

 

“გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ეს არ არის ვიწროპარტიული ინტერესი, ეს არის თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომელსაც სჭირდება ამ ქვეყნის განვითარება”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები