სენაკის სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
მედიკოსების თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.