აშშ-ის სენატმა სკოტ ბესენტი სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა.
მის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო.
სენატში გამართულ მოსმენაზე ბესენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები “საკმარისად გულუხვი არ იყო“ და ის სრულად დაუჭერს მხარს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას.