სერბეთის პარლამენტმა სტუდენტების საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა დაითხოვა, – ინფორმაციას N1 ავრცელებს.
ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 30-დღიანი ვადა ახლა იწყება. თუ ახალი მთავრობის არჩევა ვერ მოხერხდება, სერბეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მილოშ ვუჩევიჩის მთავრობა 2024 წლის 2 მაისს აირჩიეს. პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 28 იანვარს, სტუდენტების პროტესტის ფონზე განაცხადა.
პროტესტი 2024 წლის ნოემბერში “ნოვი სადში” რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტრაგედიამ, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, გამოიწვია უკმაყოფილების ტალღა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში სავარაუდო კორუფციისა და დაუდევრობის გამო.