ტოკიო ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ ბლოკში დღეს სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ხორვატი ივან ჰუკლეკი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
ზურა დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება 2019 წელს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.