პასუხი კითხვაზე, დასრულდება თუ არა ესკალაცია უკრაინის ირგვლივ 20 თებერვალს, რუსეთ-ბელორუსული წვრთნების დასრულების შემდეგ, რუსეთზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან დაძაბულობის ესკალაციას მოსკოვი არ ქმნის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“20 თებერვალს ჩვენი წვრთნები დასრულდება, დასრულდება თუ არა ესკალაცია უკრაინის გარშემო, 20 თებერვალს არ ვიცი, იმიტომ რომ ამ ესკალაციას ჩვენ არ ვქმნით“, – აღნიშნა ლავროვმა.
Politico-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 20 თებერვლის შემდეგ შეიჭრას.