spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგეი ლავროვი – რუსეთი დაასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა „სპეციალური ოპერაცის“ უკრაინის ტერიტორიაზე გააგრძელებს და ბოლომდე მიიყვანს.

 

“ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს ოპერაციას. თავს ვერ მივცემთ უფლებას, უკრაინაში შენარჩუნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. დემილიტარიზაცია იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების კუთხით, რომელიც საფრთხეს გვიქმნის, ბოლომდე გაგრძელდება, თუნდაც სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი. ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს ასეთ პუნქტს“, – განაცხადა ლავროვმა.

 

მისივე თქმით, “რუსეთი დაასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები