spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგეი ლავროვი – საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იმსახურებს. 

 

ამის შესახებ ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ჩვენ ვხედავთ, როგორ განიცდის საქართველო, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ზეწოლას დასავლეთის მხრიდან, რომელიც ითხოვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შეერთებას. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვთ სიმამაცე, თქვან, რომ იხელმძღვანელებენ თავიანთი ინტერესებით, პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ლავროვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები