სერგეი სობიანინმა 26 ივნისი მოსკოვში დასვენების დღედ გამოაცხადა.
რუსეთის დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს შექმნილი მძიმე მდგომარეობით არის გამოწვეული.
“რისკების მინიმიზაციის მიზნით, მე, ოპერატიული შტაბის ფარგლებში, გადავწყვიტე ორშაბათი გამოვაცხადო არასამუშაო დღედ – გარდა სამთავრობო ორგანოებისა და უწყვეტი ციკლის საწარმოებისა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა, საქალაქო სამსახურებისა.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოთ ქალაქში გადაადგილებისგან. შესაძლებელია მოძრაობის გადაკეტვა გარკვეულ კვარტალებში და გარკვეულ გზებზე”, – განაცხადა სობიანინმა.