spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგი კაპანაძე – გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაცია არის დამთავრებული და თუ გინდათ, რომ ეს შეცვალოთ, უნდა შეცვალოთ ხელისუფლება

გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაცია არის დამთავრებული და თუ გინდათ, რომ ეს შეცვალოთ, უნდა შეცვალოთ ხელისუფლება. ეს ზოგმა პირდაპირ, ზოგმა კი შეფარვით თქვა. მაგრამ ეს არის სრულიად ნათელი და ჩემი აზრით, ასეთი შავ-თეთრი არჩევანი მართლა, არასდროს არ ყოფილა, – ამის შესახებ CRASS-ის თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს – გერმანიასა და საფრანგეთსაც კი უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თავისი წესებით მოქმედებს.

“ევროკავშირის  გადაწყვეტილების მიმღები ცენტრალური ძალები დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ  დამთავრებულია თქვენი ევროინტეგრაცია თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩა. ეს ამბავი აღარ არის გამოსწორებადი “ქართული ოცნების” პირობებში, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ განცხადებებიდან უნდა გამოიტანოს ყველამ, ვისაც მოსმენა და გაგება შეუძლია ელემენტარული განცხადებების.

გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაცია არის დამთავრებული და თუ გინდათ, რომ ეს შეცვალოთ, უნდა შეცვალოთ ხელისუფლება. ეს ზოგმა პირდაპირ, ზოგმა კი შეფარვით თქვა. მაგრამ ეს არის სრულიად ნათელი და ჩემი აზრით, ასეთი შავ-თეთრი არჩევანი მართლა, არასდროს არ ყოფილა.

საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ყველაზე სკეპტიკოსები იყვნენ, ისინი გვეუბნებიან, რომ უნდათ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ და ჩვენი ხელისუფლება ეუბნება, რომ არა, ღირსებით და ჩემი წესებით და ეს არის პროპაგანდა და იაფი ტყუილი”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები