spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგი კაპანაძე – მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის შესახებ ანგარიშშია საუბარი

მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის შესახებ ანგარიშშია საუბარი,  – ამის შესახებ Front News-ს  “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. 

 

მისი განმარტებით, ევროკავშირის პარლამენტისათვის მომზადებული დასკვნაში მოყვანილი კრიტიკა განსაკუთრებით პრობლემური ახლა, როდესაც რამდენიმე თვეში უნდა გადაწყვდეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრობის სტატუსი.  

 

“ეს დოკუმენტი არ არის ევროკავშირის პარლამენტის ოფიციალური დუკუმენტი, თუმცა ეს არის დოკუმენტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა დაავალა კვლევით ცენტრსა და კვლევითმა ცენტრმა მათი დავალებით მოამზადა.  ასეთი დოკუმენტები ყოველთვის გამოიყენება ევროპარლამენტის მიერ, ანუ დამკვეთის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.  ეს დოკუმენტი რომ კრიტიკულია ნიშნავს სწორედ იმას, რომ აქ მოყვანილი კრიტიკა მერე გათვალისწინებული იქნება არა მარტო ევროპარლამენტის, ასევე სხვა ინსტიტუტების მიერ. 

 

ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემატურია ასეთი კრიტიკა დღეს, რადგან ძალიან მალე, რამდენიმე თვეში ველოდებით ევროკომისიის დასკვნას ჩვენი კანდიდატურის წევრობის აპლიკაციასთან დაკავშირებით. 

 

ამ დასკვნაში ნახსენები პრობლემური საკითხები, პოლარიზაცია იქნება ეს, მედიის, პოლიტიკური დევნის, თუ სასამართლოს  საკითხები,  ეს ყველაფერი ასევე იქნება გათვალისწინებული ევროკომისიის მიერაც მის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას.  
ეს დოკუმენტი ყველაფერზე მოახდენს აუცილებლად გავლენას“, – განაცხადა კაპანაძემ. 

 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე  დამოუკიდებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები