spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგი კაპანაძე – მთავარია, რუსეთმა გაიგოს, რომ არავინ აპირებს ამ რეგიონის მისთვის ჩუქებას

მთავარია, რუსეთმა გაიგოს, რომ არავინ აპირებს  ამ რეგიონის მისთვის ჩუქებას, -ამის შესახებ Front News-ს ”საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS”-ის დამფუძნებელმა  სერგი კაპანაძემ ჟენევაში, რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შესახებ განუცხადა. 

 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის შედეგი,  რასაც ითხოვს.   

 

“ამ მოლაპარაკებებში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის შედეგი, რაც მას უნდა, ანუ გარანტია იმისა, რომ ნატო-ს გაფართოებასთან დაკაშირებით არაფერი მოხდება. წინააღდეგ შემთვევაში,  ეს იქნება მწვანე შუქი, რომ კიდევ უფრო გააგრესიულდეს და ეს რეგიონი მოაქციოს  შეუქცევადი გავლენის ქვეშ. ჩვენ არ გვაქვს წინაპირობა,  ვივარაუდოთ, რომ ეს საფრთხე არსებობს. ამაზე მეტყველებს ის განცხადებებიც,  რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები აკეთებენ.

 

მთავარი არის, რომ რუსეთმა გაიგოს, რომ არავინ აპირებს  ამ რეგიონის რუსეთისათვის ჩუქებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.  მისი თქმით, მოლაპარაკება არ იქნება ხანმოკლე და ჟენევის შემდეგ პროცესი ვენაში, შემდეგ კი, იანვარშივე, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება.  “ჟენევა – ვენა – ბრიუსელი იქნება შემდეგი სამი შეხვედრა. ეს არის პროცესი, გამოცდილებაც ამას გვაჩვენებს, რომ რუსეთს ყველა ეს ინიციატივა, რომელზეც მათ უნდათ, რომ პირდაპირ მიიღონ “კი ან არა პასუხი”, შემდეგ გადაიზრდება ხოლმე მოლაპარაკების პროცესში, ამ პროცესში ჩვენთვის  მთავარია,  წითელი ხაზები იქნეს დაცული”, – განაცხადა კაპანაძემ.  რაც შეეხება მოლოდინს, კაპანაძის თქმით,  წარმოუდგენელია რუსეთმა მის მოთხოვნაზე,  ნატოს არ გაფართოების შესახებ,  დადებითი პასუხი მიიღოს. “რუსეთი რასაც ითხოვს, წარმოუდგენელი, რომ ეს იყოს მიღებელი, რუსეთი პრაქტიკულად ითხოვს, რომ სუვერენიტეტის ცნება გაუქმდეს 21-ე საუკუნეში და ქვეყნებს არ ჰქონდეთ უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეს მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსათვის.  

 

სტალინის მერე რუსეთს ყველა დეკადაში ჰქონდა მსგავსი ინიციატივა, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე ჰქონდეს ვეტოს უფლება და ყოველთვის მიიღო ღირსეული პასუხი, ამიტომ არანაირი საფუძველი არ მაქვს ვივარაუდო, რომ ახლა  განსახვავებული პასუხი იქნება”, – განაცხადა კაპანაძემ. 

 

ჟენევაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები დაიწყო.  შეხვედრა ამერიკის მუდმივი მისიის ტერიტორიაზე, გაერო-ს ოფისში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები