ის, რომ უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიღებული არ არის, აჩვენებს საქართველოს მთავრობის პასიურ მუშაობას, – ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია უარყოფითი იქნება.
“ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, ხოლო საქართველოს შესახებ არ მიუღია. სამწუხაროდ, ესეც აჩვენებს, როგორი პასიურია საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით. ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდნენ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე, ინფორმაცია ვრცელდება, რომ პირიქით, ცდილობენ არ მიიღონ რეზოლუცია, რადგან ის კრიტიკული იქნება. ამასთან, გვესმის ევროპელი პოლიტიკოსების და ევროპარლამენტარების კრიტიკაც, რაც ოპტიმიზმის ნაკლებ საფუძველს იძლევა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ევროკავშირის წევრობის სტატუსის განხილვის წინ, ევროპელმა დეპუტატებმა დაამტკიცეს უკრაინის და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუციები, საქართველოს შესახებ კი ჯერჯერობით რეზოლუცია მიღებული არ არის.