შეთანხმება იმ დრომდე ვერ შედგება, ვიდრე რუსეთი ბოლომდე არ იგრძნობს იმ ტკივილს, რასაც სანქციებისა და უკრაინაში წარუმატებელი საბრძოლო მოქმედებების შედეგად იწვნევს, – ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რეალური შედეგის გარეშე დასრულდებოდა.
“თავიდანვე გასაგები იყო, რომ ამ შეხვედრას არ შეიძლებოდა რეალური შედეგი ქონოდა. რუსეთი ახლა ცდილობს დრო მოიგოს, რომ ეს სამხედრო ოპერაცია ბოლომდე მიიყვანოს, უკრაინელები კი კონსტრუქციულობას აჩვენებენ, რეალურად უნდათ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა, ოღონდ არა იმ პირობით, რასაც რუსეთი სთავაზობს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ რამეზე მართლაც შეთანხმდენ, ვიდრე რუსეთი ბოლომდე არ იგრძნობს იმ ტკივილს, რასაც სანქციებისა და უკრაინაში წარუმატებელი საბრძოლო მოქმედებების შედეგად იწვნევს.
რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი არ შეჭრილა უკრაინაში, ეს მათი პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებაა, რომ რუსეთის ომებს არ იწყებს… ამის არავის სჯერა, ყველამ იცის, რომ რუსეთი ჩვეულებრივი აგრესორია ნაცისტური გერმანიის შემდეგ“, – განაცხადა კაპანაძემ.