spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგი კაპანაძე – ვერ შეიგნეს, რომ საუბარია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და არა მათ პარტიულ ინტერესებზე

ხელისუფლებამ ოპოზიციაზე ისრების გადატანის ნაცვლად თავისი მკაფიო პოზიცია უნდა  დააფიქსიროს, –  ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადების კომენტირებისას  განუცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლება ვერ გაცდა საკუთარ პარტიულ ინტერესზე ზრუნვას.

 

“მიმაჩნია, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი ამ მოცემულობაში არის არასწორი და ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ამ სცენარს არ განიხილავს, რადგან ნებისმიერი წასვლა ნეიტრალიტეტზე იქნება საქართველოს დესუვერენიზაციის დასაწყისი და დამოუკიდებლობის დასასრული. ამის გარდა უბრალოდ,  შემაშფოთებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა მნიშვნელოვან თემაზე დისკუსიის დროს ისრები გადააქვს ოპოზიციაზე და ცდილობს მათ გაშავებას. ვერ შეიგნეს, რომ საუბარია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და არა მათ პარტიულ ინტერესებზე.  ქვეყნის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტები, როდესაც პარტიულ ინტერესს უნდა გაცდე და ქვეყნის ინტერესსა და უსაფრთხოებაზე იფიქრო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

 

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ნეიტრალიტეტის თემა მიხეილ სააკაშვილის „შემოგდებულია“  და ამ თემაზე დასმულ კითხვასაც არ უპასუხებენ, ამასთან ოპოზიციის გაჟღერებულ არცერთ ინიციატივას აღარ განიხილავენ. 

 

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 17 მარტს სასამართლო პროცესზე  განაცხადა,  რომ  „ქართული ოცნების“ მთავრობა ნეიტრალიტეტის გამოცხადებას გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები