spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგი ხიდეშელი – მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს

ონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიური ტემპით მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტმა მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზის პროექტი შეიძინა.

 

“მრავალძალი – შქმერის დამაკავშირებელი საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 8826 გრძ. მეტრს. გრძივი პროფილის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნა არსებული გზის რელიეფური პირობები და მიწის ვაკისის მდგომარეობა.

 

აღნიშნული გზის გეგმა და პროფილი დაპროექტებულია ძირითადად არსებული გზის მაქსიმალური გამოყენებით, ხელოვნური ნაგებობების, მიწისქვეშა გადამღვრელების, სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

“მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზა, საჩხერე-ონის გზაზე, მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს,  ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს”, – განაცხადა პროექტის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები