spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგი ხიდეშელი – როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე, მდინარე რიონის ხეობაში ხდება საძიებო სამუშაოები

ონის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაზრდილია და მიმდინარეობს როგორც ჭანჭახის, ასევე რიონის ხეობაში.

 

“კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს. დღეს მოხდება გარდაცვლილი ერთი მოქალაქის, ბატონი გენადი სულთანიშვილის გადმოსვენება კულტურის სახლში. ონის კულტურის სახლში იქნება დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 5-დან 7 საათამდე.

 

რაც შეეხება მონაცემებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 24 მოქალაქე არის გარდაცვლილი. აქედან 20 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართული არის შესაბამისად ყველა უწყება, მოგეხსენებათ, ყველა სამინისტრო. ასევე, დაემატა სამაშველო სამუშაოებს ნავები. გაზრდილია არეალი, როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე, მდინარე რიონის ხეობაში ხდება საძიებო სამუშაოები.

 

ასევე, იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე, რომელიც დასვენებული იქნება თავის სახლში სოფელ გლოლაში და მისი სამოქალაქო პანაშვიდებიც გაიმართება დღეიდან.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურ რეჟიმში ხდება დაკვირვება. საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი, თუმცა ღამის განმავლობაში რაიმე ცვლილება არ ყოფილა”, – განაცხადა ხიდეშელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები