spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სერგი ხიდეშელი – საბედნიეროდ, მიწისქვეშა ბიძგებს არც ნგრევა და არც რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია

ონის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა ან რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია.

 

“მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტი იყო, თუმცა საბედნიეროდ, მიწისქვეშა ბიძგებს არც ნგრევა და არც რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია. ასევე ჩემი ინფორმაციით, დახმარების შესახებ შეტყობინება არ შესულა არც  112-ში”, – განაცხადა ონის მერმა.

 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:44 საათზე, 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა ონთან დაფიქსირდა,  მეორე მიწისძვრა ონთან კი მაგნიტუდით 4.0 (ML), თბილისის დროით 17:50 საათზე მოხდა.

 

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იმერეთშიც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები