760 ათასი ბავშვიდან 240 ათასზე მეტი შიმშილობს და სოციალურად დაუცველია. დახმარებას აძლევენ, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ იშიმშილონ, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში სოციალური პრობლემებია, ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარგარეთ სახელმწიფო თვითმფრინავებით გადაადგილდებიან.
“760 ათასი ბავშვიდან 240 ათასზე მეტი შიმშილობს და სოციალურად დაუცველია. დახმარებას აძლევენ, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ იშიმშილონ და ასეთი ქვეყნის ხელისუფლება დარდობს ოლიგარქის ბაობაბებზე, ასეთი ქვეყნის ხელისუფლება სახელმწიფო თვითმფრინავებით გადაადგილდება, რომ მილანსა და დუბაიში “იშოპინგოს”. კატასტროფა და ტრაგედიაა ეს ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.