spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენი გზა ევროპისკენ ჩაიკეტება, შეწყდება ყველანაირი დახმარება

ეს არის საგარეო კურსის დრამატული ცვლა რუსეთისკენ, რაც არის სრული იზოლაცია მთლიანად დასავლეთისგან, ევროპისგან, აშშ-ისგან და ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეალური სახე. ეს არის პირდაპირი ომი დასავლეთთან, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კობახიძე და მთლიანად “ოცნება” ანტიდასავლურ კურსს აღარც კი მალავს.

 

“კობახიძე უკვე ბოლო განცხადებებით, დაწყებული აშშ-ში ვიზიტით და ამ განცხადებებით, აღარც მალავს თავის ანტიდასავლურ კურსს. ფაქტობრივად, ივანიშვილმა, რაც დააანონსა – საგარეო კურსის ცვლილება, რაც ისედაც აქამდეც მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, ახლა უკვე ყველანაირი გამოსახულებით ეს პრაქტიკაში ჩანს და ხორციელდება. 

 

ეს არის საგარეო კურსის დრამატული ცვლა რუსეთისკენ, რაც არის სრული იზოლაცია მთლიანად დასავლეთისგან, ევროპისგან, აშშ-ისგან და ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეალური სახე.  ეს თუ არ შევაჩერეთ, ამას მოჰყვება საქართველოს სრული იზოლაცია და სრული რუსიფიკაცია. ეს იქნება ამის შედეგი. ეს არის პირდაპირი ომი დასავლეთთან.

 

დასავლეთი ძალიან მკაფიოა ამ პოზიციებში, პირველი, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ეს მდგომარეობა და ურთიერთობა გაუარესდება. რუსული კანონის მიღებისა და ამ მთავრობის, ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენი გზა ევროპისკენ ჩაიკეტება, შეწყდება ყველანაირი დახმარება და გახდება იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან, სანამ რუსული ხელისუფლებაა მთავრობაში. 

 

რუსულმა ხელისუფლებამ რუსეთისკენ აიღო გეზი და რა თქმა უნდა, რუსეთი, რუსეთთან მეგობრობა და პუტინთან მეგობრობა შეუთავსებელია ყველანაირ ევროპულ, დასავლურ, ცივილიზებულ და დემოკრატიულ ღირებულებებთან. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების ვალდებულებაა, რომ ეს არ დავუშვათ და რუსული კანონი არ გავატანინოთ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები