spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ამ საკითხს რეფერენდუმი არ სჭირდება, ისედაც გარკვეული აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ

ეს ინიციატივა გაურკვეველია, იმიტომ, რომ პლებისციტის ან რეფერენდუმის საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ. ასე ფუჭად ასობით ათასი ხელმოწერების შეგროვებასაც არ აქვს აზრი, – ამის შესახებ პარტია Front News-თან “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეფერენდუმი არ არის საჭირო, რადგან ქვეყანას ისედაც აქვს არჩეული, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. 

 

“პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, მე თავდაპირველად ასე გავიგე, რომ არჩევნები იქნება, როგორც რეფერენდუმი, არჩევნები შეადარა რეფერენდუმს – ვირჩევთ ევროპას თუ რუსეთს.

 

თუმცა, სხვა გაგებით თუ თქვა, მაშინ ცოტა დაბნეული ვარ, იმიტომ, რომ ამ საკითხს რეფერენდუმი არ სჭირდება. ისედაც გარკვეული აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ, კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და ამიტომ, ასეთ რაღაც ფორმალურ ოფიციალურ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებს, იმიტომ, რომ ტერიტორიული მთლიანობაც არ გვაქვს, მაგრამ პლებისციტიც, რომ იყოს ეს ინიციატივა მაინც გაურკვეველია, იმიტომ, რომ ამ პლებისციტის ან რეფერენდუმის საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, ამიტომ, ასე ფუჭად ასობით ათასი ხელმოწერების შეგროვების აზრსაც ვერ ვხედავ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უნდა მომზადდეს ნამდვილი რეფერენდუმი – გვინდა ევროპული მომავალი თუ რუსული მომავალი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები