spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – აქციები გაგრძელდება, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არ შეისმენს სამართლიან მოთხოვნებს

აქციები გაგრძელდება, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არ შეისმენს სამართლიან მოთხოვნებს. ეს არის ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა, – ამის შესახებ Front News-თან “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელებენ საპროტესტო მსვლელობებს.

“აქციები გაგრძელდება, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არ შეისმენს  სამართლიან მოთხოვნებს. ეს არის ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.

აქციები იქნება მუდმივი და სხვადასხვა ტიპის. იქნება მსვლელობები, იქნება ისეთი, როგორიც ვნახეთ თსუსთან. ყველა სახის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რაც დაშვებულია სახელმწიფოს კონსტიტუციით, იქნება.

არასდროს, არავითარ შემთხვევაში ოპოზიცია და საზოგადოება არ გავა კონსტიტუციის ფარგლებიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ივანიშვილი და “ქართული ოცნება” დიდი ხანია, გასული არიან კონსტიტუციის ფარგლებიდან. ისინი ძალადობენ, ჩვენ კი მშვიდობიანი პროტესტით დავამარცხებთ ამ ძალადობას.

დროის განსაზღვრა ძალიან ძნელია, შეიძლება ამას დასჭირდება კვირები, თვეები, მაგრამ საზოგადოება და პარტიები მზად არიან ხანგრძლივი და სამართლიანი პროტესტისთვის”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები