spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ჩვენი მეგობარი პარტნიორებისთვის ძალიან ნათელია, რომ თუ “ქართული ოცნება” მიიტაცებს ძალაუფლებას

ჩვენი მეგობარი პარტნიორებისთვის ძალიან ნათელია, რომ თუ “ქართული ოცნება” მიიტაცებს ძალაუფლებას, ყველანაირი კარი დაიკეტება ევროპისკენ ვიზალიბერალიზაციის ჩათვლით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნდესტაგის რეზოლუციაში დიდი ყურადღება 26 ოქტომბრის საარჩევნო გარემოს ეთმობა.

“უკვე გერმანიის ბუნდესტაგში კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება” და მათი მმართველობა არის ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული, ეს რეზოლუციაში სიტყვასიტყვით წერია რეზოლუციაში.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას 26 ოქტომბერს. ჩვენი მეგობარი პარტნიორებისთვის ძალიან ნათელია, რომ თუ “ქართული ოცნება” მიიტაცებს ძალაუფლებას, ყველანაირი კარი დაიკეტება ევროპისკენ ვიზალიბერალიზაციის ჩათვლით”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს წინსვლა ვერ ექნება.

ბუნდესტაგის წევრებმა ხაზი გაუსვეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით რეზოლუციაში წერია, რომ არჩევნები “იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები