spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ერთადერთი, რაზეც ამ რეჟიმთან საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა

ნებისმიერი მსგავსი ვიზიტი ივანიშვილის რეჟიმის და რუსული პროპაგანდის მიერ გამოყენებული იქნებოდა თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ პია ლისა კაუმას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც ამ რეჟიმთან საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

“ნებისმიერი მსგავსი ვიზიტი ივანიშვილის რეჟიმის და რუსული პროპაგანდის მიერ გამოყენებული იქნებოდა თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რომ თითქოს, დასავლეთში ვიღაც აღიარებს ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეჟიმს, ან თითქოს, არჩევნებს აღიარებენ.

ეს ასე არ და ვერ იქნება, იმიტომ, რომ არსებობს უკვე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ  მასიურად გაყალბდა არჩევნები და ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩანიშვნაა. ამიტომ, ერთადერთი, რაზეც ამ რეჟიმთან საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პია ლისა კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ცოტა ხნის წინ მან ვიზიტი გადადო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები