მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ გვგონია იმიტომ, რომ ერთი მხრივ, გვმართავს რუსული ხელისუფლება და მეორე მხრივ – ხელისუფლება, რომლის მენტალური მდგომარეობაც გაურკვეველია, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის არსებობაზე პრემიერ-მინისტრისგან საუბარი უკვე სასაცილოა.
“ირაკლი კობახიძე უკვე ყველანაირ საღ აზრს შორდება. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ჯერ ეს გლობალური ომის პარტია ვერავინ გაიგო, სად არის, სად იმალებიან, ვინ არიან და შესაბამისად, არასერიოზულ საკითხს კიდევ არასერიოზულს რომ დაუკავშირებს, შეიძლება სასაცილო თემა იყოს მისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს აი, ამ არანორმალური ხალხის ხელშია ქვეყანა და ამიტომ, ეს უკვე სასაცილო არ არის.
მდგომარეობა მე მგონია, იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ გვგონია იმიტომ, რომ ერთი მხრივ, გვმართავს რუსული ხელისუფლება და მეორე მხრივ – ხელისუფლება, რომლის მენტალური მდგომარეობაც გაურკვეველია.
სიგიჟე და არანორმალურობაა გლობალური ომის პარტიაზე საუბარი და ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებულია, არასერიოზულია.
ირაკლი კობახიძე აღარ ექვემდებარება კომენტირებას. ეს არის რუსული ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც როდესაც არგუმენტები არ აქვს, შეშლილ კომენტარებს აკეთებს. რუსია და ფსიქიკურადაც გაუწონასწორებელია”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.