როგორც ჩანს, რეჟიმი ფიქრობს, რომ, რაც უფრო მეტი დაკავებული, ნაცემი და დაჯარიმებული ადამიანი ეყოლება, ამით გაახანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ ტოვებს კრიტიკის საშუალებასაც კი.
“ეს არ არის კანონი, ეს არ არის კანონის გამკაცრება, ეს არის დაანონსებული უკანონობა, რეპრესიები, ძალადობა, რომელიც არ ტოვებს არანაირ სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, უბრალოდ კრიტიკის ან შეკრებისა და მანიფესტაციებისთვის.
როგორც ჩანს, რეჟიმი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი დაკავებული, ნაცემი და დაჯარიმებული ადამიანი ეყოლება, ამით გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
“ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააინიიცირა, რომლებიც რიგ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მათ შორის ოფიციალური პირების შეურაცხყოფასა და პოლიციელებზე თავდასხმაზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება.