spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ეს არის ისევ და ისევ საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, მტრის ძიება

ეს არის ისევ და ისევ საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, მტრის ძიება და შესაბამისად, ეს გზა საქართველოს ვერც ევროკავშირში და ვერც გამარჯვების გზაზე ვერ მიგვიყვანს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ივანიშვილი თავის გუნდშიც კი ვერ ინარჩუნებს ერთიანობას.

 

“ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდში, თავის ყოფილ გუნდებშიც კი ვერ ინარჩუნებს ერთიანობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ თუ რაღაც არ მოეწონება, მტრის სიას დაამატებს კობახიძეს, დაამატებს ღარიბაშვილს და ასე შემდეგ.

 

ეს არის ისევ და ისევ საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, მტრის ძიება და შესაბამისად, ეს გზა საქართველოს ვერც ევროკავშირში და ვერც გამარჯვების გზაზე ვერ მიგვიყვანს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები