ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
“ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, უფრო მეტ ინტეგრაციას პარტიების, რათა მიღწეული იყოს უფრო დიდი მიზანი, ეს არის ივანიშვილის დამარცხება და მეორე, ეს არის საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება.
ამისთვის საჭიროა ერთიანობა და სწორი ფორმატის წარდგენა მოხდება 8 ივლისამდე, რათა დამაჯერებლად მოხდეს რეჟიმზე გამარჯვება, ამისთვის საჭიროა ერთიანი კოალიციური ხედვა და კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ამ რეფორმებს სწრაფად ჩაატარებს და იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს, რეფორმები სწრაფად შესრულდეს, ქარტია სწრაფად შესრულდეს და ვინტეგრირდეთ ევროკავშირში, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, კონსოლიდაცია, ამისთვის საჭიროა მოქალაქეების მობილიზება არჩევნებზე მისვლისთვის და ამას ემსახურება ეს ინტერპარტიული დოკუმენტი”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ქართული ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ოპოზიციის განცხადებით, ერთიანდებიან “ქართული ქარტიის” მიზნების გარშემო, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ.