spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სერგო ჩიხლაძე – ეს მხოლოდ გააძლიერებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

“მისასალმებელია, რაც მეტი პოლიტიკური ფიგურა და მით უმეტეს, ასეთი დიდი და მძლავრი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, იქნება რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში ჩართული საქართველოს ინტერესებისთვის ჩართული. ეს მხოლოდ გააძლიერებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას აპირებს. მესამე პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს “ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ  შორის პირველ რიგში პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები