გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ისევე როგორც სხვა თანამდებობებზე ადამიანებს პირადად არჩევს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ ამ ძალოვან სტრუქტურებზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.
“გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ისევე როგორც სხვა თანამდებობებზე ადამიანებს პირადად არჩევს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ ამ ძალოვან სტრუქტურებზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება, ამიტომ, რა თქმა უნდა, მისგან არის პირადად შერჩეული და მას ამტკიცებენ. ეს სჭირდებათ როგორც ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ისე არჩევნებზე წაგების შემთხვევაშიც, რომ გარანტირებულად ჰყავდეს რამდენიმე წელი მთავარი პროკურორი. ასე უყურებს ის ამ პროცესებს.
ივანიშვილი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც თავის კომპანიას და როგორც თავის პირად კომპანიას მართავს, ასევე სურს ქვეყნის მართვაც და ამიტომაც მივედით იმ რეჟიმამდე, რომელიც მან ჩამოაყალიბა საქართველოში”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას პარლამენტმა კენჭი უყარა და 80 ხმით დაამტკიცა. ის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.