spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დემოკრატიული ოპოზიცია, რომ ვერანაირი ჩარევა “ქართულ ოცნებას” ვერ უშველის

რუსეთის რეჟიმის ტრადიციულ მოკავშირეებზე, მაგალითად, ბელარუსზე უფრო ტრადიციულ მოკავშირედ და აქტიურ მხარდამჭერად “ქართული ოცნება” და ივანიშვილი იქცა. ზუსტად 16 დღეში ეს შეხმატკბილებული თანამშრომლობა დასრულდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დემოკრატიული ოპოზიცია, რომ არანაირ ჩარევას აზრი არ ექნება.

“ბოლო წლებია, ვაკვირდებით, რომ “ქართული ოცნება”  და რუსეთის ხელისუფლება ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ. ყველაფერს, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, იწონებს რუსეთის რეჟიმი და პირიქით, რუსეთის რეჟიმის ტრადიციულ მოკავშირეებზე, მაგალითად, ბელარუსზე უფრო ტრადიციულ მოკავშირედ და აქტიურ მხარდამჭერად “ქართული ოცნება”  და ივანიშვილი იქცა. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ზუსტად 16 დღეში ეს შეხმატკბილებული თანამშრომლობა დასრულდება და ქართველი ხალხი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილსა და მის რეჟიმზე.

რა თქმა უნდა, იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დემოკრატიული ოპოზიცია, რომ ვერანაირი ჩარევა, ვერანაირი მანიპულაცია და ვერანაირი ძალადობის მცდელობა თუ კი ასეთი აზრი მოსდის “ქართულ ოცნებას” თავში, ვერ უშველის მას”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები