ივანიშვილის ძალიან პრაგმატული გათვლაა, რომ მოხდეს საქართველოს სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ, დათრგუნულობამ დაისადგუროს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არავინ აღიარებს ხელისუფლებად.
“ქართულ ოცნებას” არავინ აღიარებს ხელისუფლებად და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა. ამიტომ, ივანიშვილის ძალიან პრაგმატული გათვლაა, რომ მოხდეს საქართველოს სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ, დათრგუნულობამ დაისადგუროს. ფიქრობს, ასე უფრო ადვილად დაიმორჩილებს ქართველ ხალხს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩია.