კონგრესში გამართულმა მოსმენამ დაგვანახა, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ისინი მკაფიოდ მიჯნავენ ქართველ ხალხს და “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.
“კონგრესში გამართულმა მოსმენამ დაგვანახა, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ისინი მკაფიოდ მიჯნავენ ქართველ ხალხს და “ქართულ ოცნებას”.
“ქართული ოცნების” მისამართით ისინი არიან კრიტიკულები და აფრთხილებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ექნება შედეგი მათი მხრიდან და ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან ამ მავნებლობისთვის.
პარალელურად კი, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა.